logo
ENG



ბექა ოდიშარიამ აქციის მონაწილეები აგინა

03 სექ 202522:33
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/03/ad0l5ulr9ydxhif.png

მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო „საქართველოდან“ გამოსულმა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაპირისპირებამდე მოქალაქეებმა ოდიშარიას წყალი შეასხეს და კვერცხიც ესროლეს.

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქცია გუშინ დაანონსდა. დღეს სასტუმრო „საქართველოში“ კახა კალაძის შტაბის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

რუსთაველის გამზირიდან ფილარმონიასთან მისულ მოქალაქეებს პოლიცია მელიქიშვილის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა.


close დახურვა