logo
ENG



ბექა ღვინიაშვილი ოსაკის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდა

24 ნოე 201913:46
3 წუთის საკითხავი
 
f5l9mggwhf64qnd.jpg

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრანდ-სლემზე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ძიუდოისტთა ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩინელი ჰებილიგ ბუ, იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი მაშუ ბეიკერი, აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი და იაპონელი კენტა ნაგასავა დაამარცხა, საჩემპიონო ბრძოლაში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს აჯობა.


close დახურვა