ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ყორშია 6-7 დეკემბრის აქციის დარებისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. მშვიდობიანი აქციაზე დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
სპეცრაზმი, გარდა პარლამენტისა, მობილიზებული იყო რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გამვლელებს დასდევდნენ, აკავებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქციის მონაწილეები ალყაში იყვნენ მოქცეულნი.
ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც.