logo
ENG



ბიბილოვი ამბობს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში შესაძლოა, ორი ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდეს

05 აპრ 202211:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/lt8s9rfyghjoh71.jpg

საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში შესაძლოა ორი რეფერენდუმი ჩატარდეს. პირველი ე.წ. რეფერენდუმი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას. ამის შესახებ მან სახელისუფლებო გამოცემა RIA-სთან განაცხადა.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლა და ოსეთის დაუყოვლებლივ გაერთიანება - ეს არ იქნება, რადგანაც კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას. როდესაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება, მაშინ უნდა დაიწყოს ოსეთის გაერთიანების პროცესი და მაშინ უნდა იყოს ორი რეფერენდუმი", - თქვა ბიბილოვმა.

როგორც მან თქვა, რუსეთის ფედერაციაში სუბიექტების გაერთიანების მაგალითები არსებობს და ასეთ დროს ორივე სუბიექტში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

ოკუპირებულ ოსეთში 10 აპრილს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ  რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. 

გარდა ამისა, ბიბილოვს მიაჩნია, რომ რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს და ამით აღდგეს ოსეთი. 


close დახურვა