logo
ENG



ბიზნესი აჭარის მთავრობის მეთაურს კორუფციასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

07 მაი 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

კორუფცია, რეკეტამდე მისული გამოძალვა და ზეწოლა ბიზნესზე - ასეთ ბრალდებებს უყენებს აჭარის მთავრობის მეთაურს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი. ის ამბობს, რომ გზის აშენების უფლება პრემიერის ნებართვის არსებობის მიუხედავად კომპანიას არ მიეცა. ბიზნესმენი ყვება, როგორ სთხოვდნენ მას წილს საქმიანობის უფლებისთვის სხვადასხვა სახელისუფლებო ვერტიკალში. 

მისივე თქმით, კომპანიები აჭარიდან ქურდული გარჩევებისა და გამოძალვის შიშით გამორბიან, კორუფციაში კი თავად სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობენ. სამთავრობო დონის კორუფციასა და ბიზნესის დევნას უარყოფს თორნიკე რიჟვაძე და უმწვავეს კრიტიკას ბრალდებითვე პასუხობს, აჭარის მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ კონკრეტული ბიზნესმენი მისგან პრივილეგიებს ითხოვდა.

გიორგი მუხიგულაშვილს უკვე ერთი წელია რაც აჭარაში კარიერების ბიზნესი აქვს. ის ინერტულ მასალებს აწარმოებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში მიდის. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხს კი ბიზნესმენი უკვე გამოეხმაურა. გიორგი მუხიგულაშვილის თქმით, არ ესმის რატომ არ შეიძლება დაამუშავოს თავისივე კარიერი და მოიპოვოს ინერტული მასალა. 

ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაციებშიც საუბარობენ. Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბიზნესის თავისუფლების ინდექსი ბოლო წლების განმავლობაში არცთუისე მაღალია, გამონაკლისი კი არც აჭარაა.

ბიზნესმენი უკვე 8 თვეა, რაც მთავრობისგან პასუხს ელოდება. ის არ გამორიცხავს, რომ სამუშაოების ჩატარებაზე ამჯერადაც უარს მიიღებს. უარის შემთხვევაში კი ის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. 


close დახურვა