logo
ENG



ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა დაისჯება

10 დეკ 201920:56
3 წუთის საკითხავი
 
nkgzxosf9txjvrx.jpg

რუსთავი ორის ერთ-ერთი სამართლებრივი დავის ფიგურანტი, „ქართული ოცნების“ ოქროს მოწმე და იძულებით წილების დათმობაში ბრალდებული, ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენი - გიორგი კაპანაძეა (იგივე რიჟა).

კაპანაძე, ოფიციალური ვერსიით, ყოფილი მერის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის მოწმეა, მაგრამ საუბრობს როგორც მხარე და აანონსებს განაჩენს-დაჭერას.

რიჟა ის ფიგურაა, ვისი ჩვენებებიც და აქტივობაც გახმაურებულ საქმეებში მუდმივად სახელისუფლებო ინტერესებს ემთხვევა.

თაროდან ჩამოღებული უგულავას საქმე, სარჩელი რუსთავი 2-ის ყოფილი გენერლური დირექტორის წინააღმდეგ და წილების იძულებით დათმობა, რაშიც კაპანაძე გაამტყუნდა, მაგრამ ძალოვანი უწყება მაინც დაზარალებულს დევნის.

მტკიცებულებების და მოწმეების არარსებობა, კაპანაძესთან დაკავშირებულ დავებს საერთო ხელწერად გასდევს.

 

 


close დახურვა