logo
ENG



ბიზნესმენი დეპუტატის 7-მილიონიანი დაკვეთა

18 თებ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 

როგორ შეიძლება იყო საკრებულოს წევრი და ერთდროულად ბიზნესმენი, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს იგებს, - ქართული ოცნების წყალტუბოელი მაჟორიტარის ამბავი კარგად ასახავს სქემას, როგორ მდიდრდებიან ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და შემდგომ წილი მოგებიდან ისევ პარტიულ ყულაბაში შემოწირულობების სახით ირიცხება. ჯეირან ომანაძის წარმატება ოცნების მმართველობაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. 15 მილიონ ლარამდე უკვე მიღებული აქვს ბიუჯეტიდან, ახლახან მოგებული ტენდერით კიდევ 7 მილიონს დაიმატებს. მკვლევარები ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკობენ. თავად ომანაძე ამბობს, რომ მისი გამოცდილება აძლევს საშუალებას საკრებულოშიც და ბიზნესშიც წარმატებული იყოს. 


close დახურვა