logo
ENG



ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გადაცემის გარეშე

05 ივნ 202420:28
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში ხელისუფლებამ ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გადაცემის გარეშე გამართა. მშენებლობის დასრულებას ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველები 4 წელია ელოდებიან. 582 ბინიდან დღეს მხოლოდ ერთი გადასცეს ოჯახს. პროექტი კობახიძემ საზეიმოდ გახსნა. ოცნების ქალაქში სამთავრობო ღონისძიების იდილია მოსახლეობის პროტესტმა დაარღვია. ასეულობით ოჯახი გაურკვევლობაშია, მთავრობა არ ასაჯაროებს იმ ოჯახების სიას, ვისაც ბინები უნდა მისცენ.


close დახურვა