ბიონსე ახალ ვიზუალურ ალბომს უშვებს. ცნობილი მომღერლის ახალი ნამუშევრები ფილმში "შავი მეფე" იქნება გამოყენებული.
ერთწუთიანი საცდელი ვერსია ვარსკვლავის გვერდზე უკვე გავრცელდა. სრულად კი ფილმს „დისნეი პლუსზე“ მომავალ თვეს აჩვენებენ. ახალი ალბომის შთაგონების წყარო მიუზიკლი „მეფე ლომი" გახდა. ფილმში რასიზმთან ბრძოლის მხარდასაჭერად შექმნილი სინგლი - „შავი აღლუმიც" შევიდა.