ბირთვული იარაღის აღმოფხვრის საერთაშორისო კამპანია რატიფიცირებულია. საერთაშორუსო ხელშეკრულებას ხელი მსოფლიოს 50-მა ქვეყანამ მოაწერა. დოკუმენტი ძალაში ოფიციალურად 90 დღეში შევა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, პიტერ მაურერმის თქმით, დოკუმენტის ამოქმედება კაცობრიობის გამარჯვებისა და უსაფრთხო მომავალის გარანტიაა.
საერთაშორისო ხელშეკრულება გულისხმობს ბირთვული ტიპის იარაღის შემუშავების, ტესტირების, შენახვის, შეძენის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების კრძალავს. დოკუმენტი მიღებულია 2017 წლის ივლისში, მსოფლიოს 122 სახელმწიფოს მხარდაჭერით.
თუმცა, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის, ყველა ბირთვული სახელმწიფო და ნატოს ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია, ხელშეკრულებას ბოიკოტს უცხადებენ. აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათი ბირთვული არსენალი შემაკავებელი ხასიათისაა და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი უერთდებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ სხვა დოკუმენტს - ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT). ქვეყნები, რომლებმაც NPT-ს არ შეუერთდნენ, ასევე არიან ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი, რომლებიც დე ფაქტო ასევე ფლობენ ბირთვულ იარაღს. ჩრდილოეთ კორეა, რომელსაც, სავარაუდოდ, ბირთვული ქობინი აქვს, NPT 2003 წელს გავიდა.