logo
ENG



ბიძინა ივანიშვილი: რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ

27 ნოე 201923:46
3 წუთის საკითხავი
 
81te35fz15guior.jpg

"რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ "- ასე აფასებს პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას ბიძინა ივანიშვილი. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ  ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში განაცხადა, მას არ ახსენდება არცერთი სერიოზული დაპირება, რაც მმართველ გუნდს ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდში არ შეუსრულებია.

"როდესაც განცხადება გავაკეთეთ, მაჟორიტარების დამოკიდებულება ზოგადად გუნდში თავიდანვე იყო ცნობილი, მაშინაც, როდესაც ახალ კონსტიტუციას ვღებულობდით და ჩაიწერა 2024 წელი. მაგრამ, ჩვენ მოვახერხეთ მყიფე კონსენსუსის მიღება, მაჟორიტარებმაც დაუჭირეს მხარი, თუ არ ჩავთვლით ერთეულების წინააღმდეგობას. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. დაზიანდა გუნდი, ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს, არა მარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანი, განიცდის, როდესაც ის ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, ვერ გავაკეთეთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული დაპირება არ მახსოვს 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ ჩვენ არ შეგვესრულებინა. ზოგადად ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას. ასჯერ და ათასჯერ ვზომავ იმას, რომ შევძლო, თუ პირდები უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რომ მოხდა ის რაც მოხდა. განვიცდი მე პირადად, განიცდიან გუნდში, ისინიც ვინც მხარი არ დაუჭირა განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო",-აღნიშნა ივანიშვილმა. 

 

 


close დახურვა