ბიძინა ივანიშვილი კანონრპოექტის ჩაგდებაში დრამატულს ვერაფერს ხედავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე,"იმედთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ შეუსრულებელი დაპირებები პარტიებს განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც აქვთ. მიუხედავად ამისა, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი არ წყდება.
ივანიშვილი 7 წლის მანძილზე ვერცერთ პრინციპულ დაპირებას ვერ იხსენებს, რომელიც მმართველმა გუნდმა ვერ შეასრულა.