logo
ENG



ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელები მაჟორიტარებს შეაწმინდოს - ოთო კახიძე

14 ნოე 201912:30
3 წუთის საკითხავი
 
1uk1l5cbtzqnw71.jpg

 

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელები მაჟორიტარებს შეაწმინდოს, თუმცა საზოგადოებას ვერ მოატყუებს, არ გამოუვა. როგორც კახიძე აღნიშნავს, საუბარი რომ იყოს ისეთ დეპუტატებზე, როგორიც ოქრიაშვილია, ვინც არჩევნებს ბიძინას გარეშეც იგებდა, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.

„ივანიშვილი ცდილობს საზოგადოების გადაგდებაზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. პროპორციულ სისტემაზე გადასვა იყო საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღეს მწვავე პროტესტით. ამას მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგი და 93 დეპუტატის ხელმოწერილი ინიცატივა. ეს რომ გადაიფიქრეს და ახლა დგამენ უმნიჭო სპექტაკლს, თითქოს ივანიშვილს ძალიან უნდა და დაჩი ბერაია, ხუნდაძე და ვიღაცეები ეურჩებიან. სინამდვილეში მას ძალიან მკაცრი დისციპლინა აქვს დამყარებული. აქ რომ ყოფილიყო ოქრიაშვილი და ისეთები, ვისაც დამოუკიდებელი წონა აქვთ და ადრეც იგებდნენ არჩევნებს. ისეთი ფიგურები საუბრობენ, რომ ივანიშვილს შეეწინააღმდეგნენ, ამას არავინ დაიჯერებს. ივანიშვილს თუ ჰქონია პასუხისმგებლობას აირიდებს და ხელებს დაჩი ბერაიას შეაწმენდს, ამაზე მწარე პასუს მიიღებს საზოგადოებისგან. ეს იქნება ქუჩის და სხვა სახის პოროტესტი, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივას, კენჭს დღეს უყრის.

 

 


close დახურვა