logo
ENG



ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში 64% ნეგატიურად აფასებს

27 ნოე 201919:37
3 წუთის საკითხავი
 
ijev9vqvt0216ah.jpg

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“  პირველი კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 64% ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში ნეგატიურად აფასებს. 

საინტერესოა, რომ ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - 18-დან 24 წლამდე გამოკითხულების 70% აფასებს „ქართული ოცნების“ ლიდერის როლს ნეგატიურად.

 

მეთოდოლოგია

ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.


close დახურვა