logo
ENG



ბიძინა ივანიშვილის სამარკო ნიშანი, მისივე რჩეულმა დაამსხვრია - ნიკა მელია

15 ოქტ 201917:55
3 წუთის საკითხავი
 
uc0xtcdkc9e4w5b.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას შეფასებით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილის სამარკო ნიშანი დაამსხვრია.

ამის შესახებ მან კობახიძის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 45%-ს ვერ აიღებს, კოალიციის შექმნა გართულდება და შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს.

„გუშინდელი ირაკლი კობახიძის წამოცდენა, იყო მისი გულწრფელი აღიარებითი ჩვენება იმ მდგომარეობისა, რომელშიც „ქართული ოცნება“ იმყოფება. ბიძინა ივანიშვილის სამარკო ნიშანია წარმოაჩინოს თავი როგორც ყოვლისშემძლე, ამიტომ ეს მითი თავად მისმა რჩეულმა კობახიძემ დაამსხვრია. დღეს კი მისი ნების წინააღმდეგ 60% ათქმევინეს. ეს წარმოუდგენელი ცინიზმია, თუმცა არც უნდა გავბრაზდეთ, რადგან ეს არის ხელისუფლების ტრაგედია, რადგან ხალხი უკვე დასცინის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული განცხადებები ირაკლი კობახიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.

როგორც კობახიძე ამბობს თუ ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შედგა, კოალიცია ისევ ან „ქართული ოცნების,“ ან თეორიულად „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ უნდა ჩამოყალიბდეს.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა „ქართული ოცნება“ „ევროპულ საქართველოსთან.“ კობახიძე პარტიის სახელით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი თანამშრომლობა საზოგადოებისთვის ძალიან გაუგებარი იქნება.

„საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს,“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, ამიტომ ის, რაც საზოგადოებისთვის გაუგებარია, არც უნდა შედგეს,“ - აღნიშნა მან.  

 

 


close დახურვა