logo
ENG



ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლოა, წყალტუბოში არც ერთი ობიექტი არ შეიძინოს

04 ნოე 201914:14
3 წუთის საკითხავი
 
g9l07iw3sovi9p3.jpg

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს 22-ვე ობიექტის ყიდვას არ გეგმავს და აცხადებს, რომ ჯერ სხვა ინვესტორებს დაელოდება. ამის შესახებ მან უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა აქვს.

„მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს. მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს. იქნება ტენდერი თუ აუქციონი, ამას სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით. ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე და პრაქტიკულად მე აღარც ერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს. რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში!“ - განაცხადა ივანიშვილმა.

 


close დახურვა