logo
ENG



ბიძინა ივანიშვილს ახალი ინიციატივა სახელმწიფო უწყებებთან არ შეუთანხმებია

29 ოქტ 201917:10
3 წუთის საკითხავი
 
2m9ijnyf1he0txv.png

„ქართული ოცნების“ ლიდერის ინიციატივის უკან სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება არ დგას - როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, უცნობია, რა ფასად უნდა გადაეცეს ოცნების ლიდერს 22 შენობა და 9 აბანო. 

როგორც ირკვევა, შენობების უმრავლესობა სახელმწიფო საკუთრებაა და მიმდინარეობს მათთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების პროცესი. ასევე, ბევრ მათგანში შესახლებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები, მათ გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს ინიციატივა უპრეცედენტოა.

„ეს არის გრანდიოზული ინიციატივა, რომელსაც მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ, ბატონ ბიძინას ამ უპრეცედენტო ინიციატივის  ფარგლებში წყალტუბო აღიდგენს დიდებას და გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი აღმოსავლეთ ევროპაში“ - აცხადებს ნათია თურნავა.

წყალტუბოს პოტენციალის გამოყენებაზე საუბრობს ინფრასტრუქტურის მინისტრი. 

„წყალტუბომ ათეულობით წლების განმავლობაში ვერ დაიბრუნა ძველი დიდება და ბატონი ბიძინას ინიციატივით წყალტუბოს პოტენციალის ათვისება სრულიად რეალისტური გახდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქველმოქმედმა შეცვალოს მთელი რეგიონი და შედეგებს ვიხილავთ ყველანი“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში 22 შენობისა და 9 აბანოს შესყიდვის სურვილი დღეს, 29 ოქტომბერს გააჟღერა. 


close დახურვა