logo
ENG



ბიძინა ივანიშვილს მის დაკრულზე მოცეკვავე შარიკოვები სჭირდება - პერფორმანსი პარლამენტთან

18 თებ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილის აქცია-პერფორმანსს მართავს. მან სიმბოლურად რუსული მელოდია გააჟღერა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მის დაკრულზე მოცეკვავე „შარიკოვები“ სჭირდება, რათა მისი ყველა მოთხოვნა უპრობლემოდ იყოს შესრულებული.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის თქმით, ოპოზიცია და საზოგადოება ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ ბოლშევიკური ერთმმართველობა საქართველოში დასრულდეს.

„ივანიშვილს მის დაკრულზე მოცეკვავე მთავარი პროკურორი უნდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ ორფეხა „შარიკოვები“, ადამიანად წოდებული არსებები, რომლებიც ყველა ბრძანებას შეუსრულებენ. ამგვარ რეალობაში ცხოვრებას ჩვენ არ შევეგუებით. ბოლომდე ვიბრძოლებთ ბოლშევიკური ერთმმართველობის დასასრულებლად“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს შორის.


close დახურვა