logo
ENG



ბიძინაშვილი: პროცესები აჩვენებს, რომ გადავედით რუსეთის რელსებზე

12 იან 202012:04
3 წუთის საკითხავი
clock 380
3ab639en8dsugre.jpg

ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების გამო მოძრაობა „შეცვალე“ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას მოითხოვს. მოძრაობის აქტივისტები, ამ წუთებში „ქართული ოცნები“ ლიდერის შუშის სასახლესთან აქციას მართავენ.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. პროექტის მთავარი მუხრუჭი არის ბიძინა ივანიშვილი და უნდა გაიგონ პარტნიორებმა, რომ მას უნდა დაუწესდეს სანქციები. ეს ადამიანი თუ არ მოშორდა ამ ქვეყანას, ისე არაფერი გამოვა. მისი ინიციატივა იყო პორტისთვის პრობლემების შექმნა და თუ ის არ მოშორდება, არ გვეშველება“, - ამბობს ტიტე გედენიძე.

კიდევ ერთი აქტივისტვის, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით კი, მიმდინარე პროცესები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა გადადის რუსეთის რელსებზე და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ახლა პარტნიორებმაც უნდა დაუჭირონ მხარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით.

„პროცესები აჩვენებს, რომ გადავედით რუსეთის რელსებზე. პორტის აშენება მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და პარტნიორებისთვისაც. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სანქციები გამოიყენოს ბიძინას წინააღმდეგ. ერთადერთი, რისაც ეშინია მას, არის ქონების დაკარგვა. მას ჯიბეში ჰყავს ხელისუფლების ყველა შტო და ამიტომ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები დაგვეხმარონ“, - აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილი.


close დახურვა