ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება ინდიკატორი იმისა, რომ რაღაც მაინც კეთილგონიერებისა არის შემორჩენილი ხელისუფლებაში და აზრი აქვს მათთან საუბარს. თუ მელია გათავისუფლდება, შემოუერთდება მოლაპარაკებების პროცესს ხელისუფლებასთან და იმ ბრძოლას, რომელსაც ვაწარმოებთ, ეს მხოლოდ წაადგება პროცესებს. ასე რომ, მცირე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას დღეს გარეთ ვიხილავთ.
ბიწაძე: მელიას გათავისუფლება ინდიკატორი იქნება, რომ ოცნებასთან დიალოგს აზრი აქვს
08 აპრ 202111:32
3 წუთის საკითხავი