logo
ENG



ბლინკენი: უკრაინამ ომის დაწყებიდან რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიების 50% დაიბრუნა

23 ივლ 202321:08
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: უკრაინამ ომის დაწყებიდან რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიების 50% დაიბრუნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინამ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიების 50% უკვე დაიბრუნა. ეს განცხადება ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.

ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ ოფიციალური კიევი დიდი ბრძოლების წინ დგას, იმისათვის, რომ დარჩენილი ტერიტორიები დაიბრუნოს. 

"უკვე დაიბრუნეს დაახლოებით 50% იმისა, რაც [რუსეთმა] თავდაპირველად წაართვა. ეს კონტრშეტევის ჯერ კიდევ შედარებით დაწყებითი დღეებია. საკმაოდ რთულია. ეს არ დასრულდება უახლოეს ერთ ან ორ კვირაში. ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ვფიქრობთ რამდენიმე თვეზე", - თქვა ბლინკენმა.

მანამდე, ენტონი ბლინკენმა Aspen Security Forum-ზე განაცხადა, რომ უკრაინელები არღვევენ რუსების გამაგრებულ თავდაცვის ხაზებს. 

 


close დახურვა