logo
ENG



ბლინკენი: უკრაინას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენებს ATACMS-ის რაკეტებს

16 სექ 202314:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/oigb2stos1enxyg.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენებს ATACMS-ის რაკეტებს.

"უკრაინას აქვს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენებს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.

უკრაინელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი [საშუალება] მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გადასცემს.


close დახურვა