logo
ENG



ბლინკენი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ინტერესებში შედის

01 ივნ 202412:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/01/2iimurentwpjydl.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის, თურქეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა განიხილა.

ბლინკენმა, რომელიც სატელეფონო ზარებს პრაღიდან ვაშინგტონში დაბრუნებისას ახორციელებდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ინტერესებში შედის.

„ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინადადება, როგორც ისრაელის მოქალაქეების, ისე პალესტინელების და რეგიონის გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესებში შედის“, - განაცხადა მილერმა.

ამასთან, გუშინ, 31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება. ბაიდენის თქმით, დროა "ეს ომი დასრულდეს". მისმა წინადადებამ კი ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.


close დახურვა