logo
ENG



ბლინკენი: შესაძლოა, ეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობა იყოს

19 აგვ 202410:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/pw6wfutl42mo5i1.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რომელიც ისრაელში იმყოფება, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, ომის დასრულების უკანასკნელი შანსი იყოს.

"ეს გადამწყვეტი მომენტია. ალბათ, საუკეთესო, ამავდროულად უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად", - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ისრაელში გუშინ ჩავიდა. ომის დაწყებიდან ეს რეგიონში ბლინკენის მე-9 ვიზიტია.

ვიზიტს წინ უსწრებდა შეერთებული შტატების ახალი წინადადება, რომელიც მიზნად ორ მხარეს შორის შეთანხმებას ისახავს. 

 


close დახურვა