logo
ENG



ბლინკენი ლავროვს სხვა თემებთან ერთად საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც ესაუბრა

05 თებ 202101:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/05/xtcgcd8gywi6tps.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სხვა თემებთან ერთად საუბარი საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიასაც შეეხო.

"სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის ჩარევაზე 2020 წლის შეერთებული შტატების არჩევნებში, მის სამხედრო აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე, SolarWinds– ის ინციდენტსა და სხვა თემებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომ დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს როგორც ამერიკას, ასევე მის მოკავშირეებს.


close დახურვა