logo
ENG



ბლინკენის თქმით, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება

30 იან 202415:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/30/dxyqu9f8mt89m9j.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატების დახმარების გარეშე უკრაინის ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

ამის შესახებ ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორებისთვის, რათა გააქტიურდნენ და ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭიროა უკრაინის წარმატებისა და რუსეთის დამარცხებისთვის.

"ამ დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ყველა ჩვენს მოწინააღმდეგეს არასწორ სიგნალს გავუგზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს ვლადიმერ პუტინის რწმენას გააძლიერებს, რომ მას შეუძლია უკრაინის დამარცხება და ჩვენთან გამკლავება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ მოხდება", - თქვა ბლინკენმა.


close დახურვა