logo
ENG



ბლინკენის თქმით, ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არიან

20 ივლ 202420:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/20/dgvfyfb3y27yah6.jpg

ასპენის უსაფრთხოების ინსტიტუტში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისრაელი და ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებასთან ახლოს არიან.

ბლინკენის თქმით, ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ყველაზე სწრაფი გზა ამ ომის დასასრულებლად და ღაზას მოსახლეობისთვის შვების მოსატანად არის შეთანხმების დადება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ახლა ხედავს ისრაელის საზოგადოებაში ძლიერ სურვილს კონფლიქტის დასრულებისა და მძევლების სახლში დაბრუნებისა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უნდა შედგეს შეთანხმება, რომელიც მოუტანს გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას ისრაელის მოსახლეობას, რაც მათ ძალიან სურთ და სჭირდებათ.


close დახურვა