logo
ENG



ბობოხიძე ლაგოდეხის არჩევნებზე:ხელისუფლებამ მოსაგებად ყველა საშუალება გამოიყენა

28 ოქტ 201908:21
3 წუთის საკითხავი
 
8ci6npb47bykcit.png

2019 წლის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. პირველადი მონაცემებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში „ქართული ოცნების" კანდიდატი ომარ შველიძე ლიდერობს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა ხმების 84,4 მეათედი პროცენტი აიღო. ევროპული საქართველოს კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა 14.71 მეასედი პროცენტი. რაც შეეხება „თავისუფალი საქართველოსთვის" კანდიდატ დავით ბეგლარიშვილს, მან ხმათა 0.89 მეასედი პროცენტი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი ომარ შველიძე, თავდაცვის მინსიტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავია.

"ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით ისინი, იმედოვნებენ, რომ 2020 წლის არჩევნებიც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩატარდება.

„ჩვენთვის პრინციპული თემაა როდესაც ხდება დაპირისპირება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, იგივე ევროპული საქართველოს კანდიდატთან ასევე თავისუფალი საქართველოს კანდიდატთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთივე კულტურით იქნება ჩატარებული 2020 წლის არჩევნები“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ხელისუფლებამ მოსაგებად ყველა საშუალება გამოიყენა. 

„ჩვენთვის მთავარი არ იყო მონაწილეობა, გამარჯვებაც გვინდოდა. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ ხმები, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ დავტოვოთ არჩევანის გარეშე, გვაქვს 100 ხმა?! ამ 100 ხმას უნდა ვცეთ პატივი. რაც შეეხება "ართულ ოცნებას," ბუნებრივია, რომ გამოიყენეს ყველა საშუალება, რითაც ისინი გამარჯვებას აღწევენ, მაგრამ ერთი რამეც არის მნიშვნელოვანი, ეს არ იყო ხელისუფლების შესაცვლელი არჩევანი, მე მიმაჩნია, რომ 2020 წელს ამომრჩევლები გააცნობიერებენ, რომ  მათ არჩევანზე არის დამოკიდებული ხელისუფლების შეცვლა არ შეცვლა,“-განაცხადა ბობოხიძემ.

 


close დახურვა