logo
ENG



ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

04 მაი 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის შემდეგ პრემიერმა პირველი მთავრობის სხდომა გამართა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ ისაუბრა.  გიორგი გახარიას თქმით, 5 მაისიდან  მუშაობას განაახლებენ  სამშენებლო სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიები.  ხვალიდან ასევე ნებადართულია ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა  ეკონომიკის ამუშავება  მთავრობის ნომერ პირველ ამოცანად დაასახელა და ტურიზმის აღდგენის გეგმაც დაანონსა. რა ფორმით აპირებს მთავრობა ტურიზმის ამუშავებას პრემიერს მეტი დეტალი არ უთქვამს .

ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის პარალელურად დღეს მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დაანონსებული სოციალური დახმარებების პროექტი იყო, თუმცა არც პრემიერს და  არც ფინანსთა მინისტრს არ უთქვამთ რა წერია პროექტში იმ თვითდასაქმებულებზე, რომლებიც  მთავრობის მიერ მომზადებულ ამ პროექტში ვერ მოხვდნენ. პროექტს საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა პარალამენტმა მუშაობა გაანახლოს.  ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება და მწვავე განხილვებს აანონსებს .

ოპოზიციის თქმით    მთავრობა დახმარების გარეშე  600 ათას თვითდასაქმებულს ტოვებს და საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ხელფასი დაკარგეს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია  ხელისუფლებას საკუთარ გეგმას სთავაზობს. ოპოზიციის ნაწილი შეზღუდვებვის სრულ გაუქმებას, ნაწილი კი ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.

„ქართული ოცნებიდან“ წასულები  ამბობენ , რომ  ოცნების გეგმა გაუაზრებელია და  მოსახლეობის არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.  

მმართველი გუნდის დეპუტატებისთვის მიუღებელია ოპოზიციის კრიტიკა.

ხვალიდან, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. თუმცა შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე. როდის გაიხსნება თბილის და რუსთავი ეს ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა