logo
ENG



ბოიჩენკო: ომის დაწყებიდან მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა

24 აპრ 202221:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/24/k8n8dv0tvzaepk0.png

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან დღემდე, მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

როგორც ბოიჩენკომ აღნიშნა, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ჰუმანიტარული დერეფნების ჩაშლის პროცესს და მოქალაქეების ევაკუაციას საშუალებას არ აძლევენ.

"ჩვენ ვხვდებით, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი რჩება მარიუპოლში. ისინი შველას ითხოვენ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა - სამწუხაროდ, 2 დღეა რუსი ოკუპანტები გვიშლიან ევაკუაციის განხორციელებაში, არ უშვებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც იკრიბებიან კონკრეტულ ლოკაციაში, ევაკუაციისთვის, ისინი დასცინიან ჩვენს მოსახლეობას", - ამბობს ბოიჩენკო.


close დახურვა