logo
ENG



ბოკერია: გრძელვადიანი გეგმაა პროტესტის გაგრძელება, მანამ სანამ ივანიშვილი გონს არ მოეგება.

03 დეკ 201915:32
3 წუთის საკითხავი
 
gz19kj6t2dpnnpm.jpg

ამ წუთებში მცხეთის მერიასთან ოპოზიციური პარტიის წევრები და პარტიის აქტივისტები აქციას მართავენ. ოპოზიციის წევრები 2 დეკემბერს მცხეთაში მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ.

როგორც აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი გონს არ მოეგება.

„გრძელვადიანი გეგმაა პროტესტის გაგრძელება, მანამ სანამ ივანიშვილი გონს არ მოეგება, ან სანამ თვითონ თავისი მოქმედებებით არ დაიმხობს ხელისუფლებას თავზე“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირი სცემეს და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 


close დახურვა