logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილი ხალხს ეუბნება, რომ მძიმე მდგომარეობაში ტოვებს, ის შარია ამ ქვეყნისთვის

11 იან 202118:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/11/e4kyusx138nfe2j.jpg

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საზოგადოების შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის დემონსტრირებაა. ივანიშვილის წერილზე, სადაც ის წერს, რომ პარტიულ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის, ბოკერიამ ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" ისაუბრა.

ბოკერია თქმით, ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა ხალხს უთხრა, რომ მათ ღრმა კრიზისის დროს ტოვებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ რეალურად ივანიშვილი აქამდეც არაფერს მართავდა, ის ყველაფერს აკონტროლებდა და "არავის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ ახლა ამ კონტროლს თმობს":

"ეს კაცი წარმატებებზე საუბრობს, ასეთი ღრმა კრიზისის დროს და ამბობს, რომ წარმატების ფონზე მივდივარო.  ჩვენ  და საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მის დამსახურებაა, მნიშვნელოვან წილად, ასეთ ღრმა კრიზისში რომ ვართ, რაც ხდება ეკონომიკაში, უსაფრთხოებაში, კრიმინალში, ჯანმრთელობა, სადაც ვიმკით მათ უტიფარ ფეხებზე დაკიდებას.

თვითონ ხომ ასე არ თვლის, მაგრამ მისი სპიკერებიც კი არ უარყოფენ, რომ მძიმე მდგომარეობაა, ოღონდ იძახიან, რომ არის მხოლოდ პანდემიის ბრალი და აბრალებენ წინა ხელისუფლებას, მაგრამ ლიდერი ხარ და ხალხს ეუბნები, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში ტოვებ, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმის, როგორი შარი იყო და არის ეს კაცი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, სანამ მას აქვს ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ის კონტროლს არ თმობს, ის რეალურად არც მართავდა არაფერს, უბრალოდ ყველაფერს აკონტროლებდა და არავის ილუზია არ ჰქონდეს, რომ ის ახლა ამას თმობს",-თქვა ბოკერიამ.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.


close დახურვა