ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, ხელი არ მოაწერა "პატრიოტთა ალიანსმა". ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ განუცხადა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, მისთვის ეს უცნაური არ ყოფილა, რადგან ინაშვილისთვის მსგავსი რამ არაა ხელსაყრელი.
"არ გამკვირვებია, რომ დოკუმენტს, რაც ყველა მხარისთვის მისაღებია და გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ინაშვილმა ხელი არ მოაწერა. ეს მისი არჩევანია. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი შესრულდეს და მე ამის იმედი მაქვს. ჩვენი ოპოზიცის ამოცანა იყო ამ მძიმე ვითარების განმუხტვა და შემდეგ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში მაინც ივანიშვილის დამარცხება და ჩვენ ამას გავაკეთებთ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.