logo
ENG



ბოკერია: სამართალდამცავები არ მოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში

18 ნოე 201916:16
3 წუთის საკითხავი
 
8xqfo5sv95s59k2.png

„ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. როგორც ბოკერიამ „ფორმულას" განუცხადა, სამართალდამცავები არ მოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში.

„კიდევ ერთი მაგალითი იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად. ვწუხვარ თუ ეს არჩევანი გააკეთეს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. არაფერი იცვლება ჩვენთვის. ჩემი აზრით, სამართალდამცავები არ მოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში. მით უმეტეს, ის ხელისუფლება, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურ მოძალადე ჯგუფებს ხელს აფარებდა. ცინიზმია, როდესაც ეს ხალხი მორალს გვიკითხავს კონსტიტუციაზე დაყრდნობით ამ პროტესტის გამო. ჩვენ არ ვიშლებით," - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე იწურება.


close დახურვა