"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, მისი გუნდის წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ეს მოვლენები კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას.
„გიგი უგულავა გიორგი კანდელაკი და სხვა ჩვენი ლიდერები არიან დაკავებულები. კიდევ ერთი სამარცხვინო, უკანონო და უაზრო ბრძანების შესრულებაა პოლიციის მიერ იმისთვის, რომ წულუკიანის, ივანიშვილის სამარცხვინო კლოუნის გუნდში იყოს კმფორტი დაცული და ვერ დაიცავენ ამ კომფორტს. ეს ამბავი გაგრძელდება და გამწვავდება კიდევ უფრო, არც პოლიციის რაოდენობა ეყოფათ, არც ენერგია, არც მოთმინება. კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი, ეს სამარცხვინო კლოუნი მობრძანდებოდა აქ და პოლიცია მობრძანდებოდა ასეულობით რომ დაეცვა მისი კომფორტი და იარონ ესე პოლიციის კორდონებით ვნახოთ რამდენს გაქაჩავენ. გაგრძელდება პროტესტი მწვავე და ჩვენ ბევრი პოლიტიკური სამიზნე გვყავს, ყველგან ექნებათ პოლიტიკური ჯოჯოხეთი “,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.