logo
ENG



ბოკერია: შანსი, რომ სააკაშვილისნაირ ფიგურაზე პარტიებს შორის კომპრომისი შედგეს, ნულის ტოლია

07 აგვ 202018:02
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: შანსი, რომ სააკაშვილისნაირ ფიგურაზე პარტიებს შორის კომპრომისი შედგეს, ნულის ტოლია

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელება "არაგონივრული" ქცევა იქნება.

როგორც გადაცემა "კომენტარში"  ბოკერიამ აღნიშნა, ამ თემაზე მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრს შორის კომპრომისი ვერ შედგება.

"ეს ჩემთვის, როგორც კონკურენტისთვის ოპოზიციაში, მაგრამ მოკავშირისთვის ივანიშვილთან ბრძოლის ფრონტზე, ეს იქნება არაგონივრულად ქცევის დემონსტრირება, ივანიშვილის პროპაგანდის დახმარება. თუკი ნაციონალურმა მოძრაობამ ცალკე არ მიიღო უმრავლესობა, შანსები იმისა, რომ ამ ტიპის ფიგურა, შეთანხმდეს კოალიციაში მრავალფეროვან პოლიტიკურ პარტიებს შორის, ნულის ტოლია. მათი უფლებაა, დააყენონ და ჩვენი უფლებაა ვთქვათ, რომ ამაზე კომპრომისი ვერ შედგება". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიამ უკვე გადაწყვიტა პრემირობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელება.

 

 


close დახურვა