logo
ENG



ბოკერია:სხდომა გააუქმეს, როგორც ჩანს, დაიღალნენ რობოკოპები

27 ნოე 201907:35
3 წუთის საკითხავი
 
wdq8e7eth1mqedz.jpg

ოპოზიციის ლიდერები აქციებისა და პარლამენტის პიკეტირების გაგძელებას აანონსებენ. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია  - შეცვალოს ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემა. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ანტისამთავრობო აქციების სტრატეგიაზე „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში  გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს  და ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით ცვლილებათა კანონპროექტი მოამზადეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, მაშტაბური აქციის თარიღს ოპოზიციონერი ლიდერები კვირის ბოლოს დაანონსებენ. მანამდე კი ოპოზიციის წევრები კვლავ განაგრძობენ მმართველი გუნდის წევრებისთვის დისკომფორტის შექმნას.

„სხდომა გააუქმეს. დაიღალნენ რობოკოპები, როგორც ჩანს. მესმის პოლიციელების, ამ უაზრო და უკანონო ბრძანებების შესრულება უწევთ. ზეგ აპირებენ სხდომას. ამა თუ იმ ფორმით ეს დისკომფორტი ექნებათ - სირცხვილის კორიდორები, პიკეტირება. კვირის ბოლოს შემდეგი დიდი აქციის თარიღს გამოვაცხადებთ, რომელიც სავარაუდოდ, იქით სასესიოს კვირას დაემთხვევა, ან შემდეგი კვირის ბოლოს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას მოითხოვენ - ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.


close დახურვა