logo
ENG



ბოკერია - ოკუპანტის შემოშვება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება

13 თებ 202018:13
3 წუთის საკითხავი
 

„ოკუპანტი სახელმწიფოს მინისტრის შემოშვება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

როგორც ბოკერიამ განმარტა, თუ რუსული დელეგაცია საქართველოში ჩამოვა, ეს იქნება სიგნალი, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება „მეტნაკლებად ნორმალურია“.

„მტერთანაც უნდა გქონდეს დიალოგი, მაგრამ მტრული სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირის საკუთარი ქვეყნის შიგნით შემოშვება, მაშინ როდესაც არანაირი წინაპირობა არ არის, რომ გარღვევა მოხდება და რაღაცას ვაგვარებთ, არის სიგნალი, რომ ის ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს მეტნაკლებად ნორმალურია. ეს ასე არ არის. საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, მკვლელობა, ადამიანების მოტაცება, რაც ახალგორში ხდება, ასეთ დროს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რომ შემოუშვან ოკუპანტი სახელმწიფოს მინისტრი ან მაღალი თანამდებობის პირი, ჩვეულებრივად რაღაც ღონისძიებაზე, არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ბოკერიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, თუ რუსული დელეგაციის ვიზიტს გართულებები მოჰყვება, პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება.

„საქართველოს ხელისუფლება არ სცემს პატივს საქართველოს კანონებს. ასე რომ თუ რამე გართულებები მოჰყვა და აუცილებლად მოჰყვება, ამაზეც პასუხისმგებელი იქნება ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, - განაცხადა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგოგი კარასინმა „ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რუსული დელეგაცია საქართველოში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

 


close დახურვა