NDI-ს კვლევის შეფასებისას ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პროცესით იმედგაცრუება ადეკვატურია.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ახლოს 58% აღნიშნავს, რომ არც ერთი პარტია, არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.
24% მათთან ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას ასახელებს, 9% - ნაციონალურ მოძრაობას, 8% - სხვა.
"მძიმე რეალობაა, სამწუხაროდ ადეკვატური ჩვენი საზოგადოების მხრიდან იმედგაცრუება პოლიტიკური პროცესით მთლიანად. ივანიშვილის ბევრ მავნებლობას შორს, სიბინძურის ნიაღვარის, რომელიც მან დააყენა, ნაწილობრივ ამ ამოცანის მიღწევა. სამწუხაროდ, ამას ხელი შეუწყო ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის, ეს ევროპულ საქართველოს არ ეხება, არათანმიმდევრულობამ და უპრინციპულობამ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა", - ამბობს ბოკერია.
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. გარდა ამისა, უმრავლესობას მიაჩნია, რომ არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.