რუსულ გაზპრომთან განახლებული ხელშეკრულება და გასაიდუმლოებული ტარიფის ოდენობა - როგორც ცნობილია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფი განაახლა და ის ძალაში წლის ბოლომდეა. სწორედ ამ თემაზე ექნებათ ოპოზიციაში კითხვები, 27 მაისს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე გაზპრომს რუსეთის პოლიტიკრ და ეკონომიკურ იარაღს უწოდებს, როგორც გოცირიძე აცხადებს პარტიაში აინტერესებთ თუ რა ზარალი განიცადა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფებამ რუსეთთან კონტრაქტი შეცვალა.
„ამ ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან დაამყარა მჭიდრო თბილი და კორუფციული ურთიერთობები გაზპრომთან. ჩვენ არ გვჭირდება რუსული გაზი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დამთავრდა მეორე დიდი პროექტი შახდენის 2 და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გადის დამატებითი გაზი, რომელიც შედის თურქეთში და მოგვიანებით იგი წავა ევროპისაკენ. ჩვენ დავუდებთ გათვლებს ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ. საერთოდ რატომ გვაქვს რუსეთის ეკონომიკური და იდეოლოგიურ იარაღთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
რუსულ "გაზპრომთან" დაკავშირებით კითხვები აქვთ „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელშეკრულების პირობები საჯარო უნდა იყოს, ვინაიდან როგორც პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს ნებისმიერი სახის კონტაქტი, რუსეთის პოლიტიკურ ინსტრუმენტთან ქვეყნისთვის სარისკოა.
„ნებისმიერი კონტაქტი "გაზპრომთან", რომელიც არის პოლიტკური ინსტრუმრნტი პუტინის რუსეთის არის სარისკო და მინიმუმ საზოადოებისთვის უნდა იყოს ნათელი რატო ხდება ეს და როგორ ხდება და ამის ინსტრუმენტი არის პარლამენტი. თუ აქ არის რაიმე საიდუმლო, რაშიც ეჭვი მეპარება, მინიმუმ როგორც ნდომბის ჯგუფი არის თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც ყველაფერ ამა იგებს, ამ ტიპის გამჭვირვალობა უნდა იყოს“,-აცხადებს გია ბოკერია.
"გაზპრომთან" დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობენ უმრავლესობაში. ჯერჯერობით უცნობია ტარიფის ოდენობა. განმარტებას არ აკეთებენ საქართველოს ნავთბისა და გაზის კორპორაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) რუსულ Gaxprom Export-თან ხელშეკრულება განაახლა.