logo
ENG



ბოკერია და გუნავა გაათავისუფლეს

26 ნოე 201902:06
3 წუთის საკითხავი
 
ewqztehv1rbgelb.png

„ევროპული საქართველოს" გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა თავისუფლები არიან. ბოკერია რუსთაველის წინ მიმდინარე აქციაზე დაბრუნდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ პოლიციამ წალამის შემოტანისთვის დააკავა.

„დაგვაკავეს, კრიმ პოლი საკმაოდ აგრესიულად განწყობილი იყო. პატრულის მანქანით მგზავრობისას გვითხრეს, რომ განგვარიდეს და უკან მოგვიყვანდნენ. სამარცხვინო ამოცანაა პოლიციელებისთვის დასმული, რომ არ დაუშვას აქტივისტების გათბობა. ჩვენ რომ გაგვაჩერეს, გვითხრეს, რომ შეშის შემოტანა არ შეიძლებოდა, რადგან წინა დღეს ვიღაცამ შეშა ესროლა სამართალდამცავსო. წავედით და წალამი მოვიტანეთ, რომლის სროლაც შეუძლებელია. ამას მოყვა სპეცოპერაცია, ათეულობით პოლიციელი იყო, დაგვიწყეს ჭიდაობა დაგვაკავეს", - განაცხადა ბოკერიამ.

 


close დახურვა