logo
ENG



ბოკერია ივანიშვილზე: თუ ასლან აბაშის გზას გაჰყვება, მისი ბოლოც იგივე იქნება

06 დეკ 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
vlsiaviezaxxjju.jpg

"ჩვენი გზავნილი არაა მხოლოდ პარტიების მხრიდან, არამედ ესაა  საზოგადოების უდიდიესი ნაწილის გზავნილი - ყველას სურს სამართლიანი პროპორციული არჩევნები",- ეს განცხადება ქუთაისში მიმდინარე აქციაზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. 

როგორც მან "ფორმულას " განუცხადა, ივანიშვილმა საზოგაოდებისთვის მოცემული პირობა დროულად უნდა დააბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასლან აბაშიძის ბედს გაიზიარებს. 

"გავრილოვის ღამის შემდეგ დაიდო პირობა და ახლა ეს ადამიანი გვეუბნება რომ ფეხზე დაგვიკიდა. ამ თამაშის წესებს ჩვენ არ მივიღებთ. ან დროზე მოეგება გონს და დააბრუნებს პროპორციულ არჩევნებს, ან ეს პროტესტი გაგრძელდება. თუ ასლან აბაშის გზას გაჰყვება, მისი ბოლოც იგივე იქნება. თუმცა, ჩვენი მიზანია შედარებით ნორმალურ პირობებში დამარცხება ივანიშვილის. რაც მეტ სამარცხვინო ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო დამძიმდება მათო პოლიტიკური ბედი. დროზე ჩამოხტდნენ დანარჩენებიც ამ ივანიშვილის განწირული გემისგან",-განაცხადა ბოეკრიამ.

ბოკერია დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და როგორც მედიასთან აღნიშნა, ნაკლებად საინტერესოა ამ ადამიანის პოზიცია. 

"ეს ანეგდოტები და შარადა არავის აინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს ხუნდაძე რას იზამს",-აღნიშნა ბოკერიამ.

 


close დახურვა