logo
ENG



ბოკერია პროკურატურაში დაბარებაზე:ეს ივანიშვილისთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდება

16 დეკ 201907:19
3 წუთის საკითხავი
 
z74r9im9wfzmayg.jpg

პოლიტიკური დევნა ოპოზიციის ლიდერებზე - უგულავას შემდეგ პროკურატურა ამჯერად „ევროპული საქართველოს" სხვა ლიდერით დაინტერესდა.  საგამოძიებო უწყებაში დღეს გიგა ბოკერია დაიბარეს. უწყებაში მისი დაბარება, სავარაუდოდ, იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე.

თავად ბოკერია „ფორმულასთან“ საუბარში მის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნა ახლა არ დაწყებულა.  მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკითხვებზე ტარებითა და მათი დაჭერებით, საზოგადოებრივ პროტესტს ჩაახშობს.

„პოლიტიკური დევნა დიდი ხანია დაწყებულია, ახლა კი არ მოხდა რამე. გიგი უგულავა, მელია, ოქრუაშვილი ციხეშია, სხვა ლიდერები ჩვენი, ყოფილი პრემიერი ციხეშია. ეს მისი თამაშის წესია და ჩემი რიგიც მოვიდა, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ვითარება არის აგონიისთვის დამახასიათებელი და მას აქვს ილუზია, რომ დაკითხვებზე ტარებით თუ დაჭერებით შეძლებს საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას. ეს უმძიმესი შედეგებით დასრულდება პერსონალურად ივანიშვილისთვის“, - აცხადებს ბოკერია.

 


close დახურვა