logo
ENG



ბოკერია წულუკიანზე: პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი

27 მაი 202020:11
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრემიერი უკვე 9 საათის განმავლობაში იმყოფება. ის დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კითხვა-პასუხი ამ დრომდე მიმდინარეობს. ოპოზიცია პრემიერს აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ მან მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხს აარიდა თავი.

ცოტა ხნის წინ კამათი იყო იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამო. „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პირდაპირ კითხვა გახარიას აპირებს თუ არა თანამდებობიდან გაუშვას თეა წულუკიანი. 

ბატონო გიორგი, როგორ ბრძანეთ, დასავლელი პარტნიორები საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციისო. იქნებ, ეგ ამბავი რომ ეგრეა, აი, თქვენს გვერდზე რომ ზის, ქალბატონი ცქიტიშვილის გვერდზე, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი, ქალბატონი წულუკიანი, იქნებ მაგას აუხსნათ იქნებ ეგ და კიდევ ბატონ კაკულიასაც, ეგეთი ევროპა არ გვინდაო.

ახლა რაც შეეხება, მე რაც გკითხეთ და რომ დამაბრალეთ, უაპელაციოდ, იტყუებიო, ხომ იცით, არ მიყვარს არაფრის თქმა, თუ ხელში არ მიჭირავს საბუთი. წაგიკითხოთ, ლინკი გამოგიგზავნოთ, ტვ პირველზე ამ ელექსირის გამოსვლის? თუ ციტატა წაგიკითხოთ, მაგარი ციტატაა — „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გარეთ გამოუშვეს, უგულავა და ოქრუაშვილი. ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები?“, — განაცხადა ბოკერიამ.

პრემიერის თქმით, ის წულუკიანის დაწინაურებას აპირებს. თუ რა იგულისხმა მან ეს არ დაუკონკრეტებია. 


close დახურვა