logo
ENG



ბოკერია ხელისუფლებაზე: ჯობია, რომ დროზე მოეგონოს გონს

28 ნოე 201910:24
3 წუთის საკითხავი
 
b5vcbehjsjqkdzk.png

პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი პოლიტიკოსები და საზოგადოება დაშლას არ აპირებს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, მათი ამოცანაა, ყველა ჯებირთან იდგნენ და ივანიშვილის გუნდს დისკომფორტი შეუქმნან.

„მე არაფერს არ ვივარაუდებ. ჩვენი ამოცანაა, სადაც ჯებირს დადგამენ, იმის იქეთ ვიდგეთ და კლოუნების გუნდს სამარცხვინო ივანიშვილისას ყველგან ეს დისკომფორტი ჰქონდეთ. ყველგან, სადაც მისვლას შევძლებთ, იდგებიან აქტივისტები, სანამ გონს არ მოეგებიან და იმ შეურაცხყოფას უკან არ წიაღებენ, აქ ვიქნებით, ქვეყნისთვის სჯობია, რომ დროზე მოეგონოს გონს. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ივანიშვილი ყველაფერს ამბობს, რაც მის ამღვერულ თავში მოვა. ამ გამოსვლებს გაიხსენებენ, როგორც ეგზოტიკურ ინტერვიუს- როგორ შეიძლება, ამ კაცს რაიმე ებაროს“, - აცხადებს გიგა ბოკერია. 


close დახურვა