logo
ENG



ბოკუჩავა: 26 ოქტომბერს მოვიტანთ გამარჯვებას ქვეყნისთვის, დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს

23 აგვ 202411:08
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე დემოკრატიულ კონგრესზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ოფიციალურ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას დაესწრნენ.

პარტიის ლიდერები ასრულებენ 4-დღიან ოფიციალურ ვიზიტს ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, სადაც ისინი არაერთ დემოკრატ სენატორ და კონგრესმენს შეხვდნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ამერიკელ ლიდერებთან ესაუბრათ საქართველოზე და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის აღდგენაზე.

"რამდენიმე წუთის წინ, ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიიღო საპრეზიდენტო ნომინაცია დემოკრატიული პარტიისგან. ის იქნება დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე მას რამდენიმე თვის წინ შევხვდი ვაშინგტონში, ვესაუბრე საქართველოზე და ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველოდან სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ხალხის სწრაფვას აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-სთან, დავიბრუნოთ ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივა და ამის შესაძლებლობა გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც დარწმუნებული ვარ გვექნება ძალიან ამაღლებული განწყობა, რადგან მოვიტანთ გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და აღვადგენთ ურთიერთობებს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან", - განაცხადა ბოკუჩავამ


close დახურვა