logo
ENG



ბოკუჩავა: ბატონო ბორის, დროა მიიღოთ გადაწყვეტილება და დათმოთ პოზიციები

18 ნოე 201911:30
3 წუთის საკითხავი
 
63vtud571i0e65e.png

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარლამენტი დღეს ბიუჯეტის განხილვას ვერ შეძლებს, რადგან დეპუტატები პარლამენტში შესვლას ვერ მოახერხებენ. როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, "თვალთხარია გახარიას,"არჩევნებს არ ჩაატარებინებენ.

„ფუჭია მათი მცდელობა. ისინი ვერ შეძლებენ შესვლას. ჩვენ ვთქვით, რომ მანამ ვაპირებთ პიკეტირებას, სანამ მოთხოვნებს არ შეასრულებენ. თვალთხარია გახარიას არჩევნებს არავინ ჩაატარებინებს. ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევენები და ამიტომ ვითხოვთ ცესკო-ს გადადგომას. ივანიშვილის ბრძანება არ არის ჯერ მისული ამ დეპუტატებამდე და თვითნებულად გადაწყვიტეს ალბათ აქ მოსვლა. ივანიშვილის დრო ამოიწურა, უნდა წავიდეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება დეპუტატ გია ჟორჟოლიანის პოზიციას, იმის შესახებ, რომ ის ემხრობა როგორც პროპორციულ არჩევნებს, ისე გერმანულ მოდელს, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ჟორჟოლიანი იყო ერთ-ერთი, რომელიც გერმანულ მოდელზე განხილვების დროსაც დადებითად საუბრობდა.

„ჟორჟოლიანი იყო ერთ-ერთი, რომელიც დადებითად საუბრობდა გერმანულ მოდელზე, მაგრამ ვოლსკის ხედავთ როგორ დასცინის საზოგადოებას. არ მინდა პირად შეურაცხყოფად მიიღოს ვინმემ, მაგრამ არც ჟორჟოლიანის და არც ცალკეული დეპუტატის გადასაწყვეტი არ არის, გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშილი. ბატონო ბორის, დროა მიიღოთ გადაწყვეტილება და დათმოთ პოზიციები. დღეს ვერ განიხილავენ ბიუჯეტს, რადგან  ვერ შევლენ პარლამენტში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 


close დახურვა