logo
ENG



ბოკუჩავა: ბიძინამ თქვა, ღმერთმა თქვა

12 დეკ 201919:55
3 წუთის საკითხავი
 
pahs3f7va60r9n5.jpg

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლის უვადოდ არჩევას მხარი დაუჭირა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის საბოლოო შედეგი, რითაც კომიტეტი კლანის შემადგენელი გახდა. 

"რადგან იურიდიული კომიტეტი გახდა ოფიციალური კლანის ფილიალი, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. ველოდი ამ კენჭისყრას და ეს ერთი წელი დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა შანსი რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა, არამედ ბევრად მეტი და ეს შედეგი დამდგარიყო",-აღნიშნა ბესელიამ. 

თინა ბოკუჩავას თქმით კი სასამართლოც და ნებისმიერი სხვა უწყება დამოკიდებულია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, ამიტომ პროცესები უმართავი და უსამართლოა.

"ირელევანტურია პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანცია, უზენაესი სასამართლო ამ ქვეყანაში. ბიძინამ თქვა, ღმერთმა თქვა - ესაა ერთადერთი კანონი, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლოს ყველა ინსტანცია, ისევე როგორც პროკურატურა და პარლამენტი",-განმარტა თინა ბოკუჩავამ. 

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 მოსამართლე აირჩია, 5 მოსამართლეს კი მხარი არ დაუჭირა. არჩეულ მოსამართლეებს შორის მოხვდა სკანდალური შალვა თადუმაძე და გიორგი მიქაუტაძეც.


close დახურვა