logo
ENG



ბოკუჩავა: ივანიშვილის მმართველობის პირობებში, საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება

23 თებ 202418:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/2rbd1cruzc2yat5.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს თქვენს წინაშე ვსაუბრობ ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენი კოლექტიური მოვალეობის გაცნობიერებით, რომ დავიცვათ საერთო ღირებულებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემუქრება საფრთხე საქართველოში, სადაც რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა დამყარებული.

სახელმწიფო ინსტიტუტები და ეკონომიკა დაიმორჩილა და დაუქვემდებარა მმართველი ელიტის ინტერესებს მზარდი კორუფციით და რუსეთზე გაზრდილი დამოკიდებულებებით", - თქვა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ბაძავს პუტინს, რადგან დაატყვევა მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ მოპყრობას.

"[ივანიშვილის] ბაძავს პუტინს, დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორიციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას.

პატივცემულო ასამბლეის წევრებო, გთხოვთ, გაზარდოთ მხარდაჭერა მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისთვის, სადაც გადაწყდება ჩვენი ერის ბედი და ჩვენი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის კურსი", - აღნიშნა მან.


close დახურვა