logo
ENG



ბოკუჩავა: ივანიშვილს არ ესმის დიპლომატიური სიგნალები

18 ნოე 201919:34
3 წუთის საკითხავი
 
klcgf58df3jmv4a.jpg

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს არ ესმის დიპლომატების ენა და ეს მისთვისვე იქნება ცუდი შედეგების მომტანი.

„ივანიშვილს ნუ ჰგონია, რომ ეს არის ერთდღიანი ამბავი, ამას მოჰყვება მისთვის ძალიან ცუდი შედეგები. მას დიპლომატიური სიგნალები არ ესმის, მისთვის არ იყო გამოსაფხიზლებლად საკმარისი ის ერთობლივი განცხადება, რომელიც გაავრცელეს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის მისიამ, მაგრამ მას მოუწევს გამოფხიზლება. მას გამოაფხიზლებს არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც არ გვეშინია მისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით დღეს საღამოს, რადგან ვიცით, რომ მართლები ვართ. გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებით.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან რადგან, რაც მათ იხილეს, ეს არ არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი. რობოკოპების რაოდენობა, რაც იყო მობილიზებული რუსთაველზე, არ არის დემოკრატიული სახელმწიფოს სურათი“,  -  ამბობს ბოკუჩავა.

საპარლამენტო და არასაპარლემენტო ოპოზიციის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

 


close დახურვა